ქართველი სუმოისტი პლუსშია - ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ივლისის ბაშოზე

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე
ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინს ელის რთული ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა - კოტოსიოგიკუსთან

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში ივლისის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მეხუთე საშეჯიბრო დღეს  ქართველმა სპორტსმენმა მესამე თეთრი ბურთულა მოიპოვა ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმისთან. ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძემ სადანოუმისთან პირად შეხვედრებში უპირატესობა გაზარდა და ანგარიში გახდა 5:3.

რაც შეეხება ტოჩინოშინის ასპარეზობას ამჟამინდელ ტურნირზე, ამ დროისათვის მას აქვს დადებითი ბალანსი - სამი გამარჯვება და ორი წაგება.

მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინს ელის რთული ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა - კოტოსიოგიკუსთან. მეტოქეებმა ერთმანეთში 35 ორთაბრძოლა გამართეს და გამარჯვება 25-ჯერ იაპონელმა სპორტსმენმა იზეიმა.

ივლისის ბაშო 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0