დავით ზურაბიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

© თ. ჩოჩუადავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უძველესი პოლიტიკური ორგანიზაცია მისმა ერთ-ერთმა ძველმა წევრმა, ცნობილმა პოლიტკოსმა დატოვა

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. დავით ზურაბიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები დატოვა და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გახდა. ამის შესახებ მან ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია“, - დაწერა დავით ზურაბიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობა მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია.

მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მან პარტია დატოვა, ზურაბიშვილს საუბარი არ სურს.

„ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს“, - წერს ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი საქართველოში უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი 2007 წლიდან იყო.

„როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე“, - ამბობს პოლიტიკოსი.
რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
სამნიძე: სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

პარტიიდან წასვლის მიუხედავად ზურაბიშვილი პოლიტიკაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალურ საქმიანობას აპირებს.

„არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ის კვლავინდებურად პროდასავლური მიმართულების ოპოზიციონერ პოლიტიკოსად დარჩება.

„ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით“, - მიაჩნია პოლიტიკოსს.

მისი თქმით, ის კვლავ აქტიური დარჩება და თავის როლს დამკვირვებლის და ანალიტიკოსის პოზიციაში ხედავს.

„ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: კვირის შედეგები

„რესპუბლიკური პარტია“, რომლის ლიდერია ხათუნა სამნიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ 20 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სარჩელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ცესკომ ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს პარტიას  რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ რეგისტრაციის დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია. პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ ვადები დაცული იყო. 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც 1978 წელს დაფუძნდა და საქართველოს პარლამენტში 4 მოწვევის განმავლობაში საქმიანობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას და ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0