სამნიძე: სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

© photo : Republican Party of Georgia / FBრესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ბოლო ვადა 15 ივლისი იყო, პარტიამ განაცხადი ფოსტით გაგზავნა 14 ივლისს, რომელიც ცესკომ მეორე დღეს მიიღო.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სარჩელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ, წერს პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს გაიმართა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი. ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ“, - დაწერა სამნიძემ.
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვების მოლოდინში: ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა

საქართველოს ცესკომ ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს პარტიას გასულ კვირაში რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ რეგისტრაციის დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია. პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ ვადები დაცული იყო. მათ სასამართლოს მიმართეს იმ იმედით, რომ ის ცესკოს გადაწყვეტილებას გააუქმებს. 

„რესპუბლიკელების“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ბოლო ვადა 15 ივლისი იყო, პარტიამ განაცხადი ფოსტით გაგზავნა 14 ივლისს, რომელიც ცესკომ მეორე დღეს მიიღო.

სამნიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ვადები დარღვეულია და მათ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

როგორ მიდის არჩევნებისთვის მზადება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების მიღების ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს ცესკო 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. ამჟამად დარეგისტრირებულია უკვე 20 პარტია, ორს უარი ეთქვა. არჩევნებში მონაწილე პარტიების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი. 

ხათუნა სამნიძე - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: „რესპუბლიკელები“ კულისებს მიღმა აღმოჩნდებიან?

იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მომხრის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

პარტიები, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია გაიარეს (17 ივლისის საღამოს მონაცემებით):

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
  • „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • „ევროპელი დემოკრატები“
  • „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
ქართული ოცნების დროშა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
  • „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“
  • „ლელო საქართველოსთვის“
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“
  • „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
  • „სახელმწიფო ხალხისთვის“
  • „თავისუფალი დემოკრატები“
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • „თავისუფალი საქართველო“
  • „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
  • რეგისტრაციაზე უარი ეთქვა:

    • „სამშობლო“
    • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.
    ყველა ახალი ამბავი
    0