მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თავისით არ დამწვარა: დამნაშავემ ტაძარში ხანძრის გაჩენა აღიარა

© REUTERS / STEPHANE MAHE ქალაქ ნანტში მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა საკათედრო ტაძარი
 ქალაქ ნანტში მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა საკათედრო ტაძარში ცეცხლის წაკიდებაში დამნაშავეს 10 წლამდე პატიმრობა და 150 ათასი ევრო ჯარიმა ემუქრება

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის დასავლეთით ქალაქ ნანტში მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა საკათედრო ტაძარში ცეცხლის წაკიდება ამავე ტაძარში მოხალისედ მომუშავე რუანდელმა აღიარა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

შეგახსენებთ, ნანტის ტაძარში ხანძარი შაბათს, 18 ივლისს მოხდა, ცეცხლმა დიდი ორგანი გაანადგურა. ქალაქის პროკურატურამ განზრახ ცეცხლის წაკიდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახანძრო პარიზში - Sputnik საქართველო
საფრანგეთში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი იწვის

უკვე კვირას სამართალდამცველებმა დააკავეს რუანდის მკვიდრი 39 წლის მამაკაცი. ის იყო მოხალისე ტაძარში და ხანძრის დღეს სწორედ მას უნდა დაეკეტა ტაძრის კარები. ის იმავე დღეს ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, თუმცა გასულ შაბათს კვლავ დააკავეს. საღამოს ის წარდგა გამოძიების მოსამართლის წინაშე, რომელმაც მას ბრალი წაუყენა „ცეცხლის წაკიდებით ქონების დაზიანება-განადგურების“ მუხლით.

აღნიშნულია, რომ მოხალისემ აღიარა, რომ ტაძარში ხანძარი სამ ადგილას გააჩინა - დიდ და მცირე ორგანების ქვეშ და ელექტროფართან. რამ უბიძგა ამისკენ, ჯერჯერობით უცნობია.

დამნაშავეს 10 წლამდე პატიმრობა და 150 ათასი ევრო ჯარიმა ემუქრება.

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ეკლესიაა. სიმაღლით ექვსი მეტრით დაბალია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე. ტაძრის აშენება XV საუკუნეში დაიწყეს, მშენებლობა 457 წელს გაგრძელდა. ტაძარი 1891 წლის დეკემბერში აკურთხეს.

ყველა ახალი ამბავი
0