მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი იწვის

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშისახანძრო პარიზში
სახანძრო პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის საგანგებო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ტაძარში ხანძარი ცეცხლის განზრახ წაკიდებით გაჩნდა

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის დასავლეთით ქალაქ ნანტში მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა საკათედრო ტაძარი იწვის, იუწყება РИА Новости ტელეარხ BFMTV-ზე დაყრდნობით.

ნოტრ-დამის საშინელ ხანძარს ქართული სიწმინდე გადაურჩა: რა რელიკვია ინახება პარიზის გულში? >>

თვითმხილველთა თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით 7:30 საათზე დაიწყო. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. აალების მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.

ხანძარი სვანეთში - Sputnik საქართველო
სვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება -  ხაიშთან ახალი კერები გაჩნდა

სახანძრო-სამაშველო სამსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ლორან ფერლემ განაცხადა, რომ ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებს ასზე მეტი მეხანძრე და 45 სახანძრო მანქანა.

ნანტის პროკურორის, პიერ სენის თქმით, შესაძლოა ეს განზრახ ცეცხლის წაკიდება იყო - ტაძარში აალების სამი კერა აღმოაჩინეს.

„ერთ - დიდი ორგანის დონეზე და ორი კერა აფსიდთან მარჯვნივ და მარცხნივ“, - ციტირებს მას ტელეარხი.

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ეკლესიაა. სიმაღლით ექვსი მეტრით დაბალია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე. ტაძრის აშენება XV საუკუნეში დაიწყეს, მშენებლობა 457 წელს გაგრძელდა. ტაძარი აკურთხეს 1891 წლის დეკემბერში.

ტაძარი ძლიერ დაზიანდა 1800 წელს მომხდარი აფეთქებისას და 1944 წელს მომხდარი დაბომბვის შედეგად. 1972 წელს რესტავრაციის დროს მუშას სახურავის ქვეშ სარჩილავი დაავიწყდა. ამის გამო ძლიერი ხანძარი დაიწყო, რომელმაც მზიდი კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი გაანადგურა. ამის შემდეგ ტაძარი კიდევ სამი წლით დაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0