პაატა ბურჭულაძე კვლავ პოლიტიკაში მიდის? - ოპერის მომღერალი საქართველოში ბრუნდება

© photo: Sputnikპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოპერო სცენის ვარსკვლავი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად შეიძლება წარადგინონ

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, დამფუძნებელი პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდება და თავის პოლიტიკურ გეგმებს გაახმოვანებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ.

ბურჭულაძისთვის ეს პოლიტიკაში ძალების მოსინჯვის მეორე მცდელობაა. პირველი იყო 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც მან პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. როდესაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლა და უცხოეთში მომღერლის კარიერის გაგრძელება გადაწყვეტა.

რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ დიდი ალიანსისთვის ემზადება: ოპოზიციის გეგმები

„პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს რამდენიმე დღეში მეცოდინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მზად არის ჩაერთოს ამ სამართლიან და გამართლებულ ბრძოლაში“, - განუცხადა მაჭუტაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ყოფილ მმართველ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადასტურეს, რომ მომღერალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის განიხილება როგორც ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური გაერთიანებისა „ძალა ერთობაშია“, რომელშიც მის მიერ დაარსებული პარტია შედის.

„მასთან გვაქვს კონსულტაციები და საუბარია ადგილზე სიაში ან არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქში“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატი გახდება 150 ადამიანი - 120 გავა იმ პარტიებიდან, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, 30 - ერთმანდატიანი ოლქებიდან.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ცესკოში აქვს შეტანილი 68 არასაპარლამენტო პარტიას, აქედან რეგისტრაცია 23-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0