„ნაცმოძრაობა“ დიდი ალიანსისთვის ემზადება: ოპოზიციის გეგმები

© photo: Sputnik / Stringerრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი პარტია არ აპირებს ოპოზიციური გაერთიანებიდან წასვლას და ძალების განმტკიცებას ახალი თანამოაზრეების შემოერთებით გეგმავს

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას გეგმავს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ გაერთიანების მთავარი ძალა იქნება, განუცხადა „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს.

რამდენ ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება საქართველოში - ცესკოს პირველი მონაცემები >>

ბოლო დროს მასმედიაში აქტიურად იხილებოდა 2018 წლის არჩევნებამდე 11 პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის განხეთქილების თემა. ხმები გაძლიერდა ერთობაში შემავალი პარტიის „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ, რომელმაც მიანიშნა, რომ ყოფილი მმართველი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შესაძლებლობას იხილავდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ძალა ერთობაშია“ მოძრაობის ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ აპირებს გასვლას. „ძალა ერთობაშია“ იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით – კიდევ უფრო გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს“, – განაცხადა გოცირიძემ.
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ქება თუ კრიტიკა? საქართველოში ევროპარლამენტარების მოხსენება სხვადასხვაგვარად აღიქვეს

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციური ერთობა საპარლამენტო არჩევნების წინ არ შედგა. პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი აპირებს ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვას. ასეთ პარტიებს შორის არიან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“. ცალკე გადიან არჩევნებზე მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“.

სულ პარლამენტში 150 ადგილია, რომელთაგან 30-ს დაიკავებენ ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები, დანარჩენ 120-ს კი - იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 68 არასაპარლამენტო პარტიამ. წინასაარჩევნო შეჯიბრს შეუერთდა 10-მდე საპარლამენტო პარტია. პრეტენდენტების საბოლოო სია ცნობილი გახდება არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ექსპერტების აზრით, ძირითადი ბრძოლა ამომრჩევლების ხმებისთვის გაიმართება „ნაცმოძრაობასა“ და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამ პარტიებს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს იმათ შორის, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუცრუვდა იმედი ქართველ პოლიტიკოსებში. თუმცა გამოკითხვები მეტყველებს ასევე, რომ მოსახლეობა ელოდება მესამე ძალას. ხოლო ვინ აიღებს თავის თავზე ამ როლს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0