საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 დევნილ ოჯახს გადაეცემა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი სახლი
საცხოვრებელი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სულ 1 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.

ტიკარაძე: წელს 2500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს>>

ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც დევნილთა სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო, შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

სახლი სოფლად - Sputnik საქართველო
„სოფლად სახლი“: წლის ბოლომდე დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 700 სახლს შეიძენენ

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0