„სოფლად სახლი“: წლის ბოლომდე დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 700 სახლს შეიძენენ

© courtesy of Tusheti National Parkსახლი სოფლად
სახლი სოფლად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს სახლები, რომლებიც,  კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, სააგენტომ მათთვის შეისყიდა. სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს წინ რეფორმების 10-15 წელი აქვს – გახარიამ მთავარ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა

გარდა ამისა, 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის.

2013 წელს მაშინდელმა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტი „სოფლად სახლი" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სახლი 5000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინა. პროექტის ფარგლებში მარტო 2019 წელს ახალმოსახლეობა საქართველოს მასშტაბით 1050 დევნილმა იზეიმა.

სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0