საქართველოს წინ რეფორმების 10-15 წელი აქვს – გახარიამ მთავარ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა ქვეყნისთვის უმთავრეს საკითხებზე – საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ეკონომიკასა და სახელმწიფო მართვაზე ისაუბრა, მაგრამ მოხსენების ძირითადი ნაწილი განათლებასა და ჯანდაცვას დაუთმო.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდგომი 10–15 წელი ქვეყანა მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ეკონომიკაზე, საქართველოს შემთხვევაში ადამიანური კაპიტალი ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ეკონომიკის განვითარების ძირითადი რესურსია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემურ რეფორმას. გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდობა, განათლების სისტემის დახმარებით, გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.

განათლების სისტემა

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ განათლების რეფორმაზე მუშაობა მოუწევს მრავალ თაობას, რათა საქართველოს განათლების სისტემა სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ამ სფეროს რეფორმირების ძირითადი მიღწევები ჩამოთვალა:

- შემუშავდა „ახალი სკოლის მოდელი“, რომელშიც შედის 166 სკოლა და ოთხი ათასამდე პედაგოგი; 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

- გვარდება სატრანსპორტო პრობლემები, უმჯობესდება ქართული ენის შესწავლის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო სასწავლო გრანტებით სარგებლობს 1395 სტუდენტი;

- გრძელდება პედაგოგების ხელფასების მომატების პროგრამა;

- დასრულდა რვა ახალი სკოლის მშენებლობა, წლის ბოლომდე კი დასრულდება კიდევ 70 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 717 სკოლის რემონტი, კიდევ 111 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა დაასახელა. მისი თქმით, ის უმაღლესი განათლების ახალ სტანდარტს დააწესებს.

ჯანდაცვა

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არ ყოფილა კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი, რომელმაც სტაციონარული მომსახურება არ მიიღო.

გახარიამ ჯანდაცვის სფეროს მთავარი მიღწევებიც ჩამოთვალა:

- 2019 წელს გარემონტდა 400-მდე სოფლის ამბულატორია;

- აშენდა „სასწრაფო დახმარების“ 41 ახალი ცენტრი;

- გრძელდება С ჰეპატიტის უფასო პროგრამა. მისი თქმით, შარშან სკრინინგი გაიარა 774 ათასმა ადამიანმა, პროგრამაში კი მონაწილეობს 9,77 ათასი ადამიანი.

სოციალური დაცვა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან პენსიონერები 20 ლარით მომატებულ პენსიას იღებენ. ამგვარად, მათი პენსია 220 ლარია. 2020 წლის 1 ივლისიდან კი 70 წელს გადაცილებული პენსიონერები კიდევ 30 ლარით გაზრდილ პენსიას – 250 ლარს აიღებენ. 70 წელს გადაცილებული პენსიონერები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, 300 ლარს მიიღებენ. 

გიორგი გახარია პარლამენტში - Sputnik საქართველო
უკვე მესამედ... კვლავ პარლამენტში – პრემიერს კანონმდებლები უსმენენ

„ინდექსაციის ეს მექანიზმი ჩართულია და დაკავშირებულია ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, შესაბამისად, შემდგომში გამორიცხულია პენსიის მატებით პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა გახარიამ.

იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები – კიდევ ერთი თემაა, რომელსაც გახარია შეეხო.

- მოხერხდა 372 ოჯახის განსახლება და 2265 ბინის აშენება;

- პროგრამის „სახლი სოფელში“ ფარგლებში განხორციელდა 509 პროექტი და ეკომიგრანტებისთვის შეძენილი იქნა 167 საცხოვრებელი ბინა.

– საქართველოს მთავრობამ 150 მილიონი ლარი გამოყო იმისათვის, რომ სამშენებლო სექტორისგან ტენდერის მეშვეობით შეეძინა ბინები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თითქმის სავსე დარბაზში თითქმის ორ საათს გაგრძელდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. დეპუტატებმა მთავრობის მეთაურს კითხვებიც დაუსვეს.

სხდომა 16:30 საათზე განახლდა – გახარია კანონმდებლების დასმულ კითხვებს პასუხობს.

ყველა ახალი ამბავი
0