უკვე მესამედ... კვლავ პარლამენტში – პრემიერს კანონმდებლები უსმენენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია პარლამენტში
გიორგი გახარია პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური ანგარიშით გამოდის, სხდომა თითქმის სავსე დარბაზში ტარდება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, სამთავრობო პროგრამა ხორციელდება, განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის წინ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ.

გახარია კანონმდებლების წინაშე 2019 წელს მთავრობის პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშით წარდგება, თუმცა მას კითხვებს მიმდინარე წლის შესახებაც დაუსვამენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ჩვენ ვებრძვით გლობალურ გამოწვევას – პანდემიას, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარმოდგენილი, განხორციელების ფაზაშია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმატებით“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში ეს მისი მესამე მისვლაა საქართველოს პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატია ვითარდება. 

გამოსვლის დაწყებამდე ოპოზიციის დეპუტატებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე სიტყვას მოითხოვდნენ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა თითქმის სავსე დარბაზში მიმდინარეობს. სხდომას მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ესწრება.

ამ დროისთვის დეპუტატები პრემიერის გამოსვლას უსმენენ, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ მთავრობის მეთაურს კითხვები დაუსვან.

 

ყველა ახალი ამბავი
0