მთვარის კალენდარი: 24 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

ყველაფერი გამოვა, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზანსწრაფული იქნებით. საჭიროა საკუთარი პრინციპების დაცვა, ემოციებისა და გრძნობების გამომჟღავნება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დასრულება, თუ საკუთარი კომპანია გაქვთ, იქ კარდინალური ცვლილებების განხორციელება – დაწყებული ავეჯის გადაადგილებიდან, ბიზნესის კონცეფციის შეცვლით დამთავრებული, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეებში – მათი წარმოების მეთოდების ცვლილების ჩათვლით.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება – ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, სჯობს, სხვა დროს გადაწყვიტოთ, ახალი საქმის დაწყება; არასასურველია რამის დაკარგვა – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იპოვოთ.

დიდი და ხანგრძლივი მგზავრობისა თუ მოგზაურობის დასაწყებად არასასურველი დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაგეზარდოთ და ფორმა შეინარჩუნოს, ეს დღეს სწორედ რომ ამისთვისაა ზედგამოჭრილი. კარგი დღეა თმის შეღებვისა და დახვევისთვის, ასევე მანიკურისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

მებაღეობა: კარგი დღეა, ფაქტობრივად, ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. ასევე შეიძლება მიწის დამუშავება, გაფხვიერება. არასასურველი დღეა მოსავლის დაბინავება ხანგრძლივად შენახვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0