ფონიჭალიდან დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოკამერებმა საკუთარი მანქანით მიმავალი 23 წლის გოგონა ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ფონიჭალიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„გამაგებინე, ცოცხალი ვარო, დე...“ – დაკარგულ გოგონას დედა ტელევიზიით მიმართავს

ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, ავტომანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

21 ივლისის საღამოს დაკარგული გოგონას ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც მათ საქმის გამომძიებელი შეხვდა და საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

დაკარგული გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. დედა იმასაც, ამბობს, რომ არ იცოდა მისი შვილი სად მუშაობდა, თუმცა გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა. რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა.

სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, სამუშაოებში ჩართული იყო 60-მდე პოლიციელი.

23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11:00 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი „ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა.

12:00 საათზე მანქანა ვიდეოკამერამ მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ კი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში. თვითმხილველებმა ბოლოს ის სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი უკვე დაიკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0