„გამაგებინე, ცოცხალი ვარო, დე...“ – დაკარგულ გოგონას დედა ტელევიზიით მიმართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მეოთხე დღეა, რაც დაკარგულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახის წევრები ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეშვეობით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და საკუთარ შვილს გამოჩენას სთხოვს.

თეონა ბაჩალიაშვილი ვარაუდობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლა აიძულეს.

„ერთი სიტყვით გამაგებინე, ცოცხალი ვარო, დე… ვიცოდე, რომ აღარ ვინერვიულო, ვკვდები, ისე ვნერვიულობ“, – მიმართავს ის დაკარგულ გოგონას.

ქალის თქმით, შვილი ბოლოს მძინარე დატოვა. შუადღეს დაურეკა და უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. დედა ვარაუდობს, რომ როდესაც კამერებმა გოგონას ავტომანქანა სოფელ ხაიშში დააფიქსირა, შესაძლოა, იმ დროს მარტო არ იმყოფებოდა.

„ფაქტია, რომ ჩემი შვილი კარგად და ჯანმრთელად რომ იყოს, ასე არ გამიმეტებდა. ბავშვი ზემო ფონიჭალას არ არის გაცილებული და რატომ წავიდოდა უცხო ტერიტორიაზე“, – ამბობს თეონა ბაჩალიაშვილი.

დაკარგული გოგონას ძმა ამბობს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის იმ მხარეში, სადაც ის ნახეს, ოჯახს ნაცნობები არ ჰყავს და, შესაბამისად, გოგონას იქ წასვლის მოტივიც გაუგებარია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრები ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს, რა დროსაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. დაზუსტებით არავინ იცის, რა მიზნით გაემგზავრა ახალგაზრდა ქალი მარნეულისკენ, სადაც მას არც ახლობლები და არც ნაცნობები არ ჰყავს.

ბაჩალიაშვილის ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორიის ნაწილი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა შემდეგ მისი კვალი გაქრა.

ყველა ახალი ამბავი
0