ფეხბურთის გულშემატკივრებს ტრიბუნებზე აბრუნებენ? სფფ-ის პრეზიდენტის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliგულშემატკივრები
გულშემატკივრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულშემატკივრები სტადიონის გარეთ, შეზღუდულ სივრცეში მაინც იკრიბებიან, რაც არასასურველია, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრების უმოკლეს ვადაში დაბრუნების საკითხს განიხილავს, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. 

„დინამო“ თბილისი-გორის „დილა“ - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მორიგი ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში, ორი ტურის ჩატარების შემდეგ შეჩერდა. ეროვნული ლიგის მატჩები ივნისის ბოლოს განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე იმართება.

„თვეზე მეტია, რაც საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი განახლდა, ჯერჯერობით ტრიბუნებზე მაყურებლის გარეშე, რადგანაც ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გარკვეული შეზღუდვების მოხსნაც“, – განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, გულშემატკივრები სტადიონის გარეთ, შეზღუდულ სივრცეში მაინც იკრიბებიან, რაც არასასურველია. ამიტომაც დადგა დრო, როდესაც უნდა გადაიჭრას ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხი.

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

„გულშემატკივრების დაშვება ქაოსურად არ მოხდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. კონკრეტული სტადიონის მასშტაბიდან გამომდინარე გულშემატკივრების რაოდენობის შეზღუდვა მოხდება“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

ექვსი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გორის „დილაა“, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0