საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მორიგი ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა

© photo : FC Dinamo Tbilisi / FB „დინამო“ თბილისი-გორის „დილა“
„დინამო“ თბილისი-გორის „დილა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველოს სპორტული მიმომხილველი ქვეყნის ფეხბურთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს იხილავს

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურმა თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიმდინარე სეზონზე პირველად დამარცხდა და ტურნირის ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა.

თბილისის „დინამო“ - გორის „დილა“ - 1:2

საქართველოს ჩემპიონატის VI ტურის დაწყებამდე გუნდებს შორის ლიდერობდა გორის „დილა“. თბილისის „დინამოელები“ ორქულიანი სხვაობით მეორე ადგილს იკავებდნენ. წარმატების შემთხვევაში კახა ჩხეტიანის გუნდი მეტოქეს უსწრებდა და პირველ ადგილზე გადიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო“ თავის მოედანზე თამაშობდა, მოვლენათა განვითარების ეს სცენარი სავსებით მოსალოდნელი იყო.

თუმცა სტუმრებს თავიანთი სტრატეგიული გეგმები ჰქონდათ, რომელთა განხორციელებაც პირველი ტაიმის მიწურულს დაიწყო. ნიკა გაგნიძემ, რომელმაც მასპინძლის დაცვის უყურადღებობით ისარგებლა, 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ „დინამოელებმა“ საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრეს. პენალტი გიორგი კუციამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რადგან მსაჯმა მეორე გაფრთხილების შემდეგ მოედნიდან დავით მაისაშვილი გააძევა.

„დინამოელებმა“ რაოდენობრივი უპირატესობით ისარგებლეს და „დილას“ აქტიურად შეუტიეს, მაგრამ მეტოქის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მეტიც, მსაჯის მიერ დამატებულ დროში „დილას“ ფეხბურთელებმა კონტრშეტევის შედეგად საჯარიმო დარტყმა მოიპოვეს. ნუგზარ სპანდერაშვილმა ბურთი კარისკენ გაგზავნა, ჩემპიონატის თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა კი ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით ბურთს მცირედით გეზი შეუცვალა და პირდაპირ როინ კვასხაძის კარში გაგზავნა.

გამარჯვებამ „დილას“ 14 ქულა მოუტანა. გუნდმა პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ბათუმის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედო“ – 2:0

თბილისის „დინამოს“ მეორე ადგილზე დარჩენის შანსი ბათუმის „დინამომ“ წაართვა.

ჩემპიონატის პირველი ოთხი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ გია გეგუჩაძემ ბოლოსდაბოლოს მოახერხა, გამარჯვებისთვის მიეღწია. V ტურში შავი ზღვის კლუბმა გამანადგურებელი ანგარიშით - 4:1 - დაამარცხა დედაქალაქის „ლოკომოტივი“, თავის მოედანზე კი - „ტორპედო“ ანგარიშით 2:0.

მასპინძლებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ გოლების გატანა მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთებში შეძლეს. 35-ე წუთზე „დინამოელებმა“ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და შექმნეს ხელსაყრელი საგოლე სიტუაცია, რომელიც ბრაზილიელი თავდამსხმელის გოლით დაგვირგვინდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშის ტემპი შეამცირეს, რამაც „ტორპედოს“ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობა მისცა. ერთი მათგანი ლაშა კასრაძის გოლითაც კი დასრულდა, თუმცა არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო.

პირველ ტაიმში მოპოვებული მინიმალური უპირატესობა „დინამოელებმა“ მეორე ტაიმში გაამყარეს. მეორე გოლი გიული მანჯგალაძემ გაიტანა.

ექვსი ტურიდან მხოლოდ „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ არ წაუგიათ არცერთი მატჩი. მით უფრო საინტერესო იქნება მათი შეხვედრა 26 ივლისს ეროვნული ლიგის მომდევნო ტურზე.

თბილისის „საბურთალო“ - თბილისის „ლოკომოტივი“ – 0:0

„საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა. თუმცა სანახაობა არ შედგა და საათნახევრის განმავლობაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. 

ჩემპიონატის განახლების შემდეგ ეს ორი თბილისური კლუბი ვერა და ვერ მოექცა კალაპოტში, რაზეც შეხვედრების შედეგები მეტყველებს. პირველ რიგში, ეს ეხება „ლოკომოტივს“.

© Facebook / photo: FC Saburtalo / FBსაქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - მიკოლა კოვტალიუკი გორის „დილადან“
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მორიგი ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - მიკოლა კოვტალიუკი გორის „დილადან“

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე „რკინიგზელები“ სატურნირო ცხრილის სათავეში იყვნენ, მაგრამ ორმა ფრემ და ორმა მარცხმა გუნდი მეშვიდე პოზიციაზე გადაიყვანა. საქმე ვერც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ გამოასწორა. გამოცდილი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც „ლოკომოტივს“ ორი ტურის წინ ჩაუდგა სათავეში, ჯერ ვერ პოულობს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის ორ დარჩენილ მატჩს, ისინი სავსებით მოსალოდნელი სცენარით წარიმართა - ფავორიტებმა დაამარცხეს აუტსაიდერები. „თელავმა“ ორი უპასუხო გოლი გაიტანა „ჩიხურას“ კარში, „სამტრედიამ“ კი „მერანთან“ შეხვედრა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დაასრულა.

„მერანი“ და „ჩიხურა“ სამი და ორი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ. ექვს ტურში მათ ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვეს.

თბილისის „დინამოს“ კარში კოვტალიუკის გატანილმა გოლმა „დილას“ გამარჯვება მოუტანა, ფორვარდს კი - საპატიო ადგილი თავდამსხმელების სიაში. ახლა უკრაინელ ფორვარდს აქტივში ექვსი ბურთი აქვს. იგი ორი გოლით უსწრებს „დინამოს“ თავდამსხმელ ფლამარიონს.

© courtesy of FC Dila GoriФутбол. Лучший бомбардир чемпионата Грузии Микола Ковталюк из "Дила" Гори
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მორიგი ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა - Sputnik საქართველო
Футбол. Лучший бомбардир чемпионата Грузии Микола Ковталюк из "Дила" Гори

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VI ტურის შედეგები:

თბილისის „დინამო“ – გორის „დილა“ -  1:2

ბათუმის „დინამო“ – ქუთაისის „ტორპედო“ - 2:0

თბილისის „საბურთალო“ – თბილისის „ლოკომოტივი“ - 0:0

თბილისის „მერანი“ – „სამტრედია“ -0 1:2

„თელავი“ – „ჩიხურა“ - 2:0

ყველა ახალი ამბავი
0