თეატრი ზღვაზე: შეკვეთილში საზაფხულო სკოლა იხსნება

© photo: Sputnik / Stringerმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზაფხულო სკოლის პროგრამაში შევა მეცადინეობები სასცენო მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და სამსახიობო ოსტატობაში, ცეკვასა და ვოკალში.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო საზაფხულო თეატრალური სკოლა შეკვეთილში 5-15 აგვისტოს პერიოდში ამოქმედდება – იგი თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის 175 წლის იუბილეს ეძღვნება.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „საზაფხულო სკოლა 2020"-ის საერთაშორისო ფორმატში გამართვა შეუძლებელი გახდა, ამიტომაც მონაწილეები იქნებიან თბილისის თეატრების მსახიობები – გრიბოედოვის თეატრის და ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის, ასევე ახალგაზრდა მსახიობის თეატრ-სტუდია „ოქროს ზღურბლის" მსახიობები", – ნათქვამია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის" განცხადებაში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

სკამი - Sputnik საქართველო
თეატრი ღია ცის ქვეშ - სპექტაკლები თბილისში 7 ივლისიდან დაიწყება

მოსალოდნელია, რომ საზაფხულო სკოლის პროგრამაში შევა მეცადინეობები სასცენო მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და სამსახიობო ოსტატობაში, ცეკვასა და ვოკალში, ასევე გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის ავთანდილ ვარსიმაშვილის და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის, გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორის გიორგი მარგველაშვილის ლექციები.

ასევე დაგეგმილია შემოქმედებითი შეხვედრები ცნობილ რეჟისორ რობერტ სტურუასთან და საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტ თემურ ჩხეიძესთან. საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრენინგები, ლექციები თანამედროვე რუსული თეატრის ისტორიაზე.

გარდა ამისა, „საზაფხულო სკოლა 2020“-ის ფარგლებში გაიმართება

• პოეტური საღამო „ბორის პასტერნაკი და „ცისფერყანწელები";

• ვლადიმირ მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო;

• ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო;

• მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0