თეატრი ღია ცის ქვეშ - სპექტაკლები თბილისში 7 ივლისიდან დაიწყება

გამოწერა
პროექტის ორგანიზატორი, მაია გელოვანი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს სრულად დაიცავენ, სკამები კი ორ მეტრიანი დისტანციით განთავსდება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ვაკის პარკის ღია კინოთეატრ Club 33a-ში 7 ივლისიდან სპექტაკლები დაიდგმება, იუწყება ბილეთების ონლაინ გაყიდვების საიტი TKT.GE.

ოპერატორი გადაღებაზე - Sputnik საქართველო
როგორ გადაიღებენ კინოს საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

პროექტის „100 სკამი ცის ქვეშ“ ფარგლებში, 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოქალაქეები სპექტაკლების ნახვას შეძლებენ. პროექტში 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი მიიღებს მონაწილეობას.

ბილეთების ფასი 25 ლარია.

პროექტის ორგანიზატორი, მაია გელოვანი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს სრულად დაიცავენ, სკამები კი ორ მეტრიანი დისტანციით განთავსდება.

პროექტი „100 სკამი ცის ქვეშ“ შემდეგ დადგმებს მოიცავს:

  • 7 ივლისი (გახსნა) - მუსიკისა და დრამის თეატრი - „გაყრა“; რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • 8 ივლისი - თეატრი ათონელზე „მორალი“; რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • 9 ივლისი - მოზარდ მაყურებელთა თეატრი – „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ (18:00 საათი) / „აურზაური არაფრის გამო“ (22:00 საათი).   რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • 14 ივლისი - სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“; რეჟისორი – დავით საყვარელიძე
  • 15 ივლისი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა - მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“
  • 16 ივლისი – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - „7 პპ“; რეჟისორი ზურაბ გეწაძე
  • 21 ივლისი - მარჯანიშვილის თეატრი - „მთვრალი ალუბალი“; რეჟისორი ლევან წულაძე
  • 22 ივლისი - ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“; რეჟისორი კახაბერ შარტავა
  • 23 ივლისი - თოჯინების თეატრი – „საქართველო“; რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი
  • 28 ივლისი - ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“
  • 29 ივლისი – თავისუფალი თეატრი - „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“; რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 30 ივლისი - თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“; რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
  • 4 აგვისტო - პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი „ზიპო“
  • 5 აგვისტო - ფოთის თეატრი – „ხრამუნა“; რეჟისორი პაატა ციკოლია
  • 6 აგვისტო - ცხინვალის თეატრი – „ჯაყო“; რეჟისორი გოჩა კაპანაძე
  • 11 აგვისტო - (პროექტის დახურვა) - მოძრაობის თეატრი- „რეჩიტატივი ქალაქში”; რეჟისორი კახა ბაკურაძე

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში დახურულ სივრცეებში კულტურული ღონისძიებების გამართვა სამ თვეზე მეტია რაც აიკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0