თბილისში ვინტაჟური ნივთების ღამის ბაზრობა გაიმართება

© Photo: Vintage Market / FBვინტაჟის ტანსაცმლის ფესტივალი
ვინტაჟის ტანსაცმლის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუფთა ჰაერი, მუსიკა, ხელნაკეთი ორიგინალური ნივთები და კარგი განწყობა – თბილისი საინტერესო ბაზრობაზე გიწვევთ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისში, ე.წ. ალექსანდროვის ბაღში შაბათს, 25 ივლისს გაიმართება ვინტაჟური ნივთების ღამის ბაზრობა Tbilisi Night Market.

კონცერტი წყნეთში - Sputnik საქართველო
მუსიკა უღრან ტყეში – ქართველი მუსიკოსები წყნეთში კონცერტს გამართავენ

ორგანიზატორების თქმით, Tbilisi Night Market საუკეთესო სივრცეა იმისათვის, რომ გავიცნოთ ახალი საინტერესო ადამიანები, გავყიდოთ საკუთარი ნივთები ან შევიძინოთ ის, რისი შეძენაც არ შეგვიძლია მაღაზიებში.

„ზაფხულის საღამოს მეგობრებთან ერთად მოდით ალექსანდროვის ბაღში, ერთად გავაცილოთ მზე თბილისის თავზე და შევხვდეთ ვარსკვლავებიან ღამეს, მოვუსმინოთ მუსიკას და გავგრილდეთ გემრიელი სასმელით“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და ღამის ორ საათამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0