მუსიკა უღრან ტყეში – ქართველი მუსიკოსები წყნეთში კონცერტს გამართავენ

© photo: Concept Art / FBკონცერტი წყნეთში
კონცერტი წყნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” საზოგადოებას „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის მოსასმენად და მონატრებულ არტისტებთან შესახვედრად იწვევს.

ირაკლი ნუცუბიძე - Sputnik საქართველო
საოპერო მუსიკა სრული ბედნიერებისთვის და ხმოვანი პროგრამა ინტერნეტ-სივრცესთან კავშირისთვის

ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყნეთის ღია ამფითეატრი რეგულაციების დაცვით უმასპინძლებს აქციას „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომლის ინსპირაცია რატი ამაღლობელის ლექსია. 17 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილია 10 კონცერტის ჩატარება.

პროექტი სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს: პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად.

გაიმართება კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამო, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იქნებიან; მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი; ოპერა-გალა ცნობილი ტენორის ოთარ ჯორჯიკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიას და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით.

ანსამბლი „გორდელა“ - Sputnik საქართველო
ფოლკლორი კარანტინზე: „გორდელას“ მუსიკამ საქართველოს ყველა რეგიონი გააერთიანა

აგრეთვე გაიმართება ახალი თაობის ვარსკვლავების სამდღიანი ფესტივალი და 10 აგვისტოს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს.

ყველა ახალი ამბავი
0