თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის ინოვაციურ სივრცე Art Tent-ში ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის სურათების ექსკლუზიური კოლექცია წარმოადგინეს.
ლევან მოსიაშვილი: რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ>>
ლევან მოსიაშვილი მსოფლიოში აღიარებული თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც თელავში, მხატვრის ოჯახში დაიბადა.
ნახატებს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა სტილში ქმნის. ორ ქვეყანაში – საქართველოსა და საფრანგეთში ცხოვრებამ მის ტილოებში ევროპულ–კავკასიური მომაჯადოებელი კონტრასტული ელფერი შეიტანა. მოსიაშვილის ნახატებმა აღიარება ჰპოვა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში – სამხრეთ აფრიკიდან ევროპამდე.
კახური ზეთით გაზავებული საღებავები და მხატვარი, რომელმაც საფრანგეთს კახეთი შეაყვარა>>
„ამჯერად ჩვენს გალერეაში არსებული ნამუშევრები ფრანგულ პერიოდს უკავშირდება, რისი დათვალიერებაც და შეძენაც შეუძლიათ სტუმრებს. სამომავლოდ კი ლევან მოსიაშვილთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გპირდებით“, – აღნიშნულია გალერეის „ფეისბუქ“-გვერდზე.