შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითი: რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს დახმარებას აფასებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / ფოტობანკში გადასვლარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 მარტიდან რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოქალაქეთა დასაბრუნებლად დანიშნული რეისების რაოდენობა და შეზღუდა რუსეთში ჩამსვლელი მგზავრების რაოდენობა.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინელი დიპლომატების და საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაწეულ დახმარებას ამ ქვეყნებიდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და ამ ქვეყნების მოქალაქეების რუსეთიდან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში სხვა სახელმწიფოებიდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებში, რადგან ოჯახის ის წევრები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, მაინც რუსეთის მოქალაქეების ოჯახების ნაწილს წარმოადგენენ.

„მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამამ არა მარტო ჩვენ გაგვაერთიანა, არამედ გაგვაერთიანა დიპლომატებთან, ჩინოვნიკებთან და აქტივისტებთან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები და უთანხმოებები გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთ მომენტში ქრება, როდესაც მათთან ისეთივე გამოხმაურებას ვხედავთ მათი მოქალაქეების დასახმარებლად, როგორიც ჩვენთან არის. გვაქვს შესანიშნავი ურთიერთქმედების მაგალითები ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ როგორც უკრაინელ დიპლომატებთან, ისე საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ზუსტად ასევე გვეხმარებოდნენ ისინი, ბელარუსები, საქართველო, დსთ-ის სხვა ქვეყნები, და არა მარტო დსთ“, – აღნიშნა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მუშაობა ვაქცინაზე - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ვაქცინა: რუსეთში პრეპარატის კლინიკური გამოცდა დასრულდა

როგორც ცნობილია, რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე 27 მარტიდან აკრძალა რეგულარული და ჩარტერული საავიაციო კავშირი სხვა ქვეყნებთან. გამონაკლისებში მოხვდა მოქალაქეთა დასაბრუნებლად დანიშნული, ასევე სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ჰუმანიტარული რეისები, ცარიელი თვითმფრინავების ფრენა ტექმომსახურებისთვის, სატრანზიტო ფრენები ქვეყნის ტერიტორიაზე ეკიპაჟის შეცვლის მიზნით დაშვების ჩათვლით, ასევე ფრენები, რომლებიც რუსეთის მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებებით ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 31 მარტიდან რუსეთის ფედერაციამ საგრძნობლად შეამცირა მოქალაქეთა დასაბრუნებლად დანიშნული რეისები, ასევე შეზღუდვები დააწესა რუსეთში ჩამსვლელი მგზავრების რაოდენობაზე. შედეგად – საზღვარგარეთიდან რუსეთის მოქალაქეთა დაბრუნება მოსკოვში ხორციელდება მხოლოდ „შერემეტიევოს“ აეროპორტის გავლით. მოქმედებს შეზღუდვა: არაუმეტეს 500 ადამიანი დღე-ღამეში, ან რუსეთის სხვა სუბიექტების აეროპორტებში – არაუმეტეს 200 ადამიანი დღე-ღამეში.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური