Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის ვაქცინა: რუსეთში პრეპარატის კლინიკური გამოცდა დასრულდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმუშაობა ვაქცინაზე
მუშაობა ვაქცინაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსების თქმით, აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები პაციენტის ორგანიზმში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

თბილისი, 20 ივლისის — Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა დასრულდა, ყველა მოხალისე გაწერილია კლინიკიდან, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

პრეპარატის დამზადება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
რუსეთში დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრთან ერთად, წარმატებით დაასრულა კორონავირუსი COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდის ფაზა მოხალისეების მონაწილეობით აკადემიკოს ბურდენკოს სახელობის მთავარი სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ მოხალისეების 20-კაციანი ჯგუფი 20 ივლისს გაეწერა ჰოსპიტლიდან.

„ანალიზების შედეგები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ვაქცინაციის შედეგად იმუნური პასუხის გამომუშავებას ყველა მოხალისეში. გაწერის მომენტისთვის მოხალისებს არ უფიქსირდებოდათ არანაირი გვერდითი მოვლენა, გართულება თუ არასასურველი რეაქცია, ან ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, — განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.

მოხალისეების შემოწმებების, ანალიზებისა და გამოკითხვების მონაცემები დასამუშავებლად გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრს გადაეცემა. მონაცემების დამუშავების შემდეგ იგეგმება პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია.

მანამდე სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა სერგეი ბორისევიჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0