თბილისის რომელ ქუჩებზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება

© photo: Sputnikფასიანი პარკინგი
ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე - კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).
კუს ტბის საბაგირო - Sputnik საქართველო
თბილისში საბაგიროების რაოდენობა გაორმაგდება

რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი - 371 ადგილი; პეკინის გამზირი - 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი - 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 71 ადგილი.

პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდება, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.

ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ყვითელი ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში წლის ბოლოსთვის „ყვითელი ავტობუსები" აღარ იმოძრავებენ

იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა. ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

ყველა ახალი ამბავი
0