თბილისში ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობას აჩერებს

© photo: Sputnik / Ilya Moskovets / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო აღჭურვილობა
სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ონკოლოგიურ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - რემონტის შემდეგ კლინიკა 90 პაციენტის ნაცვლად 400-ს მიიღებს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ონკოლოგიური საავადმყოფო თბილისში სარემონტო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით მუშაობას აჩერებს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი წოწკოლაურმა.

რევოლუცია მეცნიერებაში: შექმნილია კიბოს უკურნებელი ფორმების სამკურნალო პრეპარატი >>

კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი თუ მოწამვლა? ოჯახი და ექიმები სხვადასხვა დიაგნოზს სვამენ

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უახლოეს დროს დაიწყება და წლის ბოლოს ან გაზაფხულისკენ დასრულდება.

რამდენი დაიხარჯება კლინიკის აღდგენა-მოდერნიზებაზე, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ კლინიკა 90 პაციენტის ნაცვლად 400-ს მიიღებს.

წოწკოლაურის თქმით, საავადმყოფოს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ამიტომ ბოლო წლებში მედიკოსებმა ცხრა თვის ხელფასი ვერ მიიღეს. მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა ექიმები, რომ ისინი სრულად მიიღებენ დავალიანებას, ასევე ორთვიან კომპენსაციას. თანხები უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჩაერიცხებათ.

გარდა ამისა, მედიკოსები სამსახურს არ დაკარგავენ- რემონტის დასრულების შემდეგ ისინი საქმიანობას იმავე კლინიკაში გააგრძელებენ - 225-დან 220-მა თანამშრომელმა შესაბამისი მემორანდუმი უკვე გააფორმა.

ყველა ახალი ამბავი
0