რევოლუცია მეცნიერებაში: შექმნილია კიბოს უკურნებელი ფორმების სამკურნალო პრეპარატი

© photo: Sputnik / Valeriy Titievskiy / გადასვლა მედიაბანკშიწამლის ამპულა
წამლის ამპულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ყველა სახის სიმსივნის გაქრობა შეუძლია ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მეცნიერებმა (NHS) შექმნეს  კიბოს წამალი, რომელიც დაავადების უკურნებელ ფორმებს ებრძვის, იუწყება გაზეთი Daily Mail.

ონკოდაავადებული  - Sputnik საქართველო
დადგინდა დიეტა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ეფექტს ზრდის: რა უნდა მიირთვათ ქიმიოთერაპიისას

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ პრეპარატ Entrectinib-ს სხვადასხვა სახის სიმსივნეების გაქრობა შეუძლია ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება კიბო — სარძევე ჯირკვალში თუ პროსტატაზე. 

როგორც ცნობილია, კიბოს მკურნალობის არსებული მეთოდები დღემდე იმის მიხედვით შეირჩევა, თუ ორგანიზმის რა ადგილზე მდებარეობს ავთვისებიანი სიმსივნე.  

„მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორიც Entrectinib-ს ახასიათებს, კიბოს მკურნალობაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. პრეპარატი უკვე იცდება 12 წლის და უფროსი ასაკის 700 პაციენტზე, რომლებიც კიბოს იშვიათი ფორმებით არიან დაავადებული“, — ნათქვამია სტატიაში.

ცნობილი ხდება, რომ ახალი თაობის პრეპარატს პირველები ბრიტანელი ავადმყოფები მიიღებენ, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0