თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მეცნიერებმა (NHS) შექმნეს კიბოს წამალი, რომელიც დაავადების უკურნებელ ფორმებს ებრძვის, იუწყება გაზეთი Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ პრეპარატ Entrectinib-ს სხვადასხვა სახის სიმსივნეების გაქრობა შეუძლია ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება კიბო — სარძევე ჯირკვალში თუ პროსტატაზე.
როგორც ცნობილია, კიბოს მკურნალობის არსებული მეთოდები დღემდე იმის მიხედვით შეირჩევა, თუ ორგანიზმის რა ადგილზე მდებარეობს ავთვისებიანი სიმსივნე.
„მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორიც Entrectinib-ს ახასიათებს, კიბოს მკურნალობაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. პრეპარატი უკვე იცდება 12 წლის და უფროსი ასაკის 700 პაციენტზე, რომლებიც კიბოს იშვიათი ფორმებით არიან დაავადებული“, — ნათქვამია სტატიაში.
ცნობილი ხდება, რომ ახალი თაობის პრეპარატს პირველები ბრიტანელი ავადმყოფები მიიღებენ, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.