შექმნილია უხილავი სარკე: გარღვევა კვანტურ ფიზიკაში

© Flickr / FL/ maf04ლოტოსი სარკეში
ლოტოსი სარკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი ფიზიკოსების მიერ შექმნილი სარკე თვალისთვის უხილავია, მაგრამ საგნების ანარეკლი მასში შესანიშნავად ჩანს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. გერმანელმა ფიზიკოსებმა შექმნეს ყველაზე თხელი და მსუბუქი სარკე, რომელიც ატომების მხოლოდ ერთი შრისგან შედგება და ადამიანის თვალისთვის უხილავია, იუწყება ჟურნალი Nature.

მომავლის ქალაქი - Sputnik საქართველო
მარსიანული ქალაქის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება: ვრცელდება ვიდეოკადრები

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სარკე შეუმჩნეველია, საგნების ანარეკლი მასში შესანიშნავად ჩანს.

როგორც წესი, სარკის დასამზადებლად სპეციალური საფარველის მქონე პოლირებული ლითონის ან ოპტიკური მინის ზედაპირები გამოიყენება. მაქს პლანკის კვანტური ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა კი ახალი მეტამასალა შექმნეს, რომელიც ერთი სტრუქტურირებული ფენისგან შედგება და სულ რამდენიმე ასეულ იდენტურ ატომს შეიცავს.

ახალი სარკე სულ რამდენიმე ათეული ნანომეტრი სისქისაა, ანუ ადამიანის თმაზე ათასჯერ თხელი. მიუხედავად ამისა, მისი ანარეკლი იმდენად ძლიერია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის სარკე მომავალში შესაძლებელს გახდის კვანტური კომპიუტერის, ასევე უწვრილესი მიკროსქემების და სენსორების შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0