პაციენტების მდგომარეობა საქართველოში: ჩაერთვებიან თუ არა ისინი „სოლიდარობის“ კვლევაში

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში იმ პრეპარატების კლინიკურ კვლევას ატარებს, რომლებსაც კორონავირუსის დაავადების შენელება ან მისგან სიკვდილიანობის შემცირება შეუძლიათ.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოში დღეისათვის არ არის ისეთი მძიმე პაციენტი, რომლის ჩართვაც „სოლიდარობის“ კვლევაში შეიძლება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) COVID-19-ის წინააღმდეგ ყველაზე პერსპექტიული სამკურნალო პრეპარატების კვლევა დაიწყო. კვლევამ მიიღო სახელწოდება „სოლიდარობა“ (Solidarity).

ეზუგბაია: „პლაქვენილი“ კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდა>>

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კვლევაში საქართველოც ჩაერთვება, თუმცა ჯანმომ პირობებში გარკვეული კორექტივები შეიტანა. კერძოდ, როგორც გაბუნიამ განმარტა, საქართველომ კვლევისთვის გარკვეული მედიკამენტები მიიღო, მაგრამ ისინი უკვე ამოღებულია კვლევის პროტოკოლიდან.

ჯანმოს ოფისი ჟენევაში - Sputnik საქართველო
„რემდესივირის“ ეფექტი: ჯანმო ჯერჯერობით ვერ გასცემს ერთმნიშვნელოვან რეკომენდაციას

„საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის“ კვლევაში ჩაერთვებოდნენ. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც გავაგრძელებთ მუშაობას... ჯერჯერობით წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართული არ არიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს არც ვაქცინა, არც წამალი. ვაქცინა, შესაძლოა, ერთ წელიწადში გამოჩნდეს, მანამდე კი მეცნიერები სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობას იკვლევენ. შესწავლის სტადიაშია 12 დასახელების წამალი. ეს პრეპარატები არ კურნავს კორონავირუსისგან, არამედ ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალურ შედეგს.

ცერცვაძე – საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის სწორი ტაქტიკა აირჩია>>

საქართველოს ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, „პლაქვენილი“ ინიშნება მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო, მძიმე ან ძალიან მძიმე. უსიმპტომო პაციენტები ამ პრეპარატით მკურნალობას არ საჭიროებენ. „პლაქვენილის“ გამოყენება პროფილაქტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად იკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0