მმართველი პარტია მაჟორიტარ კანდიდატებს მალე დაასახელებს: ცნობილია თარიღი

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი
„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, რომელიც  2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ახალი სისტემით ჩატარდება

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას 20 ივლისს ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ: ვის „სწყალობს" მოსახლეობა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ორი ყოფილი მინისტრი - დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი  განიხილება. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი.

მმართველი პარტიამ  საარჩევნო შტაბი უკვე ჩამოაყალიბა, რომლის ხელმძღვანელადაც პარლამენტის დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიას სექტემბერში წარმოადგენს. ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე დასრულდება მაჟორიტარების წარდგენის პროცესი და პარტია აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე გადავა. მისი განმარტებით, საარჩევნო სიაში, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი სახეები.

რამდენ ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება საქართველოში - ცესკოს პირველი მონაცემები>>

დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა.



ყველა ახალი ამბავი
0