Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ: ვის „სწყალობს" მოსახლეობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე საქართველოს ყოველი მეხუთე ამომრჩეველი ჩამოყალიბებული არ არის, თუ ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ასეთია ამერიკული კომპანია Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია Formula-მ წარმოადგინა.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისის პერიოდში – საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ოთხი თვით ადრე ჩატარდა.

გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს გამოკითხულთა 71%, დანარჩენი 29% კი მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, თუ არჩევნები ხვალ გაიმართება, მაშინ გამოკითხულთა დიდი ნაწილი (39%) ხმას მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მისცემს. გამოკითხვაში მონაწილეთა 20%-ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, 16% მზადაა ხმა მისცეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5% კი „ევროპულ საქართველოს" უჭერს მხარს.

1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრის შანსები ასე აქვთ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს:

პარტია ლიდერი გამოკითხულთა მხარდაჭერა (%)
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" შალვა ნათელაშვილი 3%
„ლელო საქართველოსთვის" მამუკა ხაზარაძე 3%
„ახალი საქართველო" გიორგი ვაშაძე 3%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ირმა ინაშვილი 3%
„გირჩი" ზურაბ ჯაფარიძე 2%
„მოქალაქე" ალეკო ელისაშვილი 2%
„ერთიანი საქართველო" ნინო ბურჯანაძე 1%
„გამარჯვებული საქართველო" ირაკლი ოქრუაშვილი 1%
„სამართლიანობისთვის" ეკ ბესელია 1%
„თავისუფალი საქართველო" კახა კუკავა 1%

ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს ხელისუფლებაში ახალი პარტიის ნახვა სურს, დანარჩენების სურვილია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ხელისფლებაში მესამე ვადით დარჩეს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება, 44% კი თვლის, რომ ყველაფერი გაუარესდება.

გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელზე უფროსი ასაკის 2 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,1%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0