ნიკოლოზ ცისკარიძე: ძალიან მინდა სამშობლოში, საქართველოში ჩამოსვლა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში
ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ბალერონმა, ბალეტის პედაგოგმა და Sputnik-საქართველოს რუბრიკის ავტორმა ნიკოლოზ ცისკარიძემ იმ მინუსებსა და პლუსებზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აღმოაჩინა

ჩემს ცხოვრებაში პანდემიის დასაწყისიდან ძალიან დიდი დრო დაიკავა ინტერნეტმა. სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მაღიზიანებს.

დანარჩენი ყველაფერი შესანიშნავადაა, მშვენივრად ვგრძნობ თავს ყველაფრის გარეშე. დიდი სიამოვნებით ვატარებ ამ დროს. არ მინდა, რომ დასრულდეს. არ მინდა სამსახურში წასვლა. ყველაფერი მომწონს.

„გედების ტბა“. ნატალია ოგნევა. - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფი თბილისში ბალეტს დადგამს

უკვე მეოთხე თვეა, დისტანციურად ვმუშაობ ჩემს მოსწავლეებთან, რომლებიც მარიინისა და დიდ თეატრებში მუშაობენ. თანაც ყველა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდანაა: ერთი ლონდონშია, მეორე - ჩიკაგოში, მესამე - ნოვოსიბირსკში, მეოთხე - ვორონეჟში, მეხუთე - კალინინგრადში, მეექვსე - მოსკოვში და ა.შ. დათქმულ დროს, როგორც წესი, საღამოობით, ერთმანეთს ვუკავშირდებით და მათ მეცადინეობას ვუტარებ.

ერთ-ერთი პლუსია ის, რომ სახლში დიდ დროს ვატარებ. ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვუყურებ, ხელახლა ვუყურებ, სხვადასხვა საქმით ვარ დაკავებული. ძალიან მომენატრა ასეთი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება უბრალოდ დაჯდე სახლში და არაფერი არ აკეთო, არსად არ იარო, როდესაც შეიძლება უბრალოდ დატკბე ცხოვრებით.

მთელი ეს დრო ძალიან ბევრს ვსეირნობდი სანაპიროზე. მე ხომ მოსკოვის ულამაზეს უბანში ვცხოვრობ და ვტკბებოდი იმით, რომ ქუჩაში არავინ არ იყო. ვსეირნობდი საყვარელ რაიონში ადამიანების გარეშე, ტურისტების გარეშე. ეს ბედნიერებაა.

ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძის „უკანონო შვილს“ თავს დაესხნენ: პოლიცია თავდამსხმელს ეძებს

რაც შეეხება კორონავირუსს, ძალიან უცნაური რამ მოხდა - ჩემ ირგვლივ ბევრი ხალხი დაავადდა, მე კი, ღვთის წყალობით, ჯანმრთელი ვარ და, ჩემდა გასაკვირად, არაფერი დამმართია. თანაც ძალიან ხშირად ვეკონტაქტებოდი COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს, როგორც შემდეგ გაირკვა. მაგრამ მე ვერაფერი აღმომიჩინეს. არადა, სხვადასხვა გადაცემაში ხშირი გადაღების გამო მუდმივად ვიკეთებდი ტესტებს. მთელ ამ პერიოდში კორონავირუსის არსებობაზე 20-30-ჯერ მაინც გავიკეთე ტესტი, ექვსჯერ - ანტისხეულებზე, მაგრამ არც ისინი გამოვლინდა.

ერთი მხრივ, ეს, რასაკვირველია, კარგია, მეორე მხრივ - გაუგებარია, რადგან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ანტისხეულები მაინც აღმომაჩნდებოდა.

ერთადერთი მინუსი ამ ყველაფრისა ის იყო, რომ ძალიან მინდოდა სამშობლოში, საქართველოში გამგზავრება.

ვიფიქრე: ბოლოს და ბოლოს, მაქვს დრო! შევძლებ ახლობლების მონახულებას, აბასთუმანში ჩასვლას, სადაც ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ. მაგრამ არ გამოვიდა. საზღვრები ჩაიკეტა. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე არ ვარ, არ მაქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება. 1994 წელს უარი მითხრეს საქართველოს პასპორტის მიღებაზე.

რა გაეწყობა, მოცდა მომიწევს, ვიდრე მთელი ეს საშინელება არ დასრულდება.

როგორც კი საზღვრებს გახსნიან, სიამოვნებით გავემგზავრები საქართველოში: წასასვლელიც და სანახავიც ბევრი მაქვს.

ყველაზე ცუდი, რაც, ჩემი აზრით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოხდა, არის ის, რომ კულტურის ყველა კერა დაიკეტა. გასაგებია, რომ ეს არ არის საავადმყოფო ან საკვები პროდუქტების დამამზადებელი საწარმო. მაგრამ კულტურა, უპირველეს ყოვლისა - სულიერი საზრდოა. აღმოჩნდა, რომ შეიძლება სულიერი საზრდოს გარეშე ცხოვრება. შეიძლება მუზეუმების, თეატრების გარეშე ცხოვრება. ეს საშინელებაა და ძალიან სამწუხაროა.

 

ყველა ახალი ამბავი
0