მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფი თბილისში ბალეტს დადგამს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში„გედების ტბა“. ნატალია ოგნევა.
„გედების ტბა“. ნატალია ოგნევა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის შუა რიცხვებში თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ცნობილი ქორეოგრაფის დადგმას იხილავენ. დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე, ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქორეოგრაფ იური პოსოხოვის საბალეტო დადგმა „მედეა“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე 14 და 15 მარტს გავა, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ცისკარიძის და ნინო ანანიაშვილის საოცარი „ქართული“ – ვიდეო >>

იური პოსოხოვი - მსოფლიოში ცნობილი თეატრების წამყვანი სოლისტია, 1990 წლიდან აქტიურად მუშაობს ქორეოგრაფად.

საპრემიერო სპექტაკლები მთლიანად იური პოსოხოვის ქორეოგრაფიაზე იქნება აგებული. ასევე წარმოდგენილი იქნება ორი ერთმოქმედებიანი ბალეტი - „საგალობელი“ და „ანარეკლი“. ორივე სპექტაკლი პოსოხოვმა თბილისში 2008 და 2012 წლებშიც დადგა.

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერის თეატრში ლეონკავალოს „ჯამბაზებს" გააცოცხლებენ

დადგმა „საგალობელი“, რომელიც ქართულ ხალხურ მელოდიებზე შექმნილი კომპოზიციებისგან შედგება, 2008 წელს დაიდგა და საბალეტო დასის სავიზიტო ბარათად იქცა. ეს სპექტაკლი დაიდგა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისელ მაყურებელს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება - პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება პა-დე-დე პოსოხოვის გახმაურებული ბალეტიდან „ნურიევი“.

სპექტაკლი დიდ თეატრში 2017 წელს დაიდგა, მაგრამ ჯერ კიდევ პრემიერამდე აიკრძალა, ხოლო ბალეტის ლიბრეტოს ავტორი, ასევე რეჟისორი და სცენარისტი კირილ სერებრენიკოვი დააკავეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე პა-დე-დეს ბალეტის ვარსკვლავები ვლადისლავ ლანტრატოვი და მარია ალექსანდროვა შეასრულებენ.

დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძეა, ხოლო ბალეტის ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0