თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი იტალიელი კომპოზიტორი რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებს" (Pagliacci) 8 და 9 თებერვალს წარმოადგენს, ნათქვამია თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძეა, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ორკესტრის დირიჟორი კი ზაზა აზმაიფარაშვილი. წამყვან პარტიებს თეატრის სოლისტები ასრულებენ.
„ჯამბაზები" ეს არის იტალიელი კომპოზიტორ რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით, რომელიც მან საკუთარ ლიბრეტოზე დაწერა. ოპერა პირველად მსმენელის სამსჯავროზე 1892 წლის მაისში მილანში წარდგა. ოპერიდან არია Recitar/Vesti la giubba საოპერო სამყაროში ყველაზე მეტად პოპულარული ოპერების რიცხვს ეკუთვნის.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ბმულზე.