მადლიერი მხატვრის საჩუქარი ეპიდემიოლოგებს

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ COVID-19-თან ერთ-ერთ მთავარ მებრძოლს ბავშვობის ოცნება აუხდინეს და ველოსიპედი აჩუქეს, ახლა კი მადლიერმა მხატვარმა ექიმს ხელოვნების ნამდვილი ნაწარმოები აჩუქა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ქართველმა მხატვარმა, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრმა ანგელინა გოგოლაძემ თავისი ნამუშევარი „დაე, იყოს მშვიდობა“ ქვეყანაში კორონავირუსთან მთავარ მებრძოლებს, ექიმებს თენგიზ ცერცვაძეს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მიუძღვნა. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თავად მხატვარმა განუცხადა.

© photo: courtesy of Angelina Gogoladzeანგელინა გოგოლაძის ნახატი
მადლიერი მხატვრის საჩუქარი ეპიდემიოლოგებს - Sputnik საქართველო
ანგელინა გოგოლაძის ნახატი

ანგელინა გოგოლაძის სიტყვებით, საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგების სახით მისი ნამუშევარი ეძღვნება ყველა ექიმს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან საშიში ვირუსის წინააღმდეგ.

© photo: courtesy of Angelina Gogoladzeთენგიზ ცერცვაძე
მადლიერი მხატვრის საჩუქარი ეპიდემიოლოგებს - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე

„უბრალოდ, არის შეგრძნება, რომ ეს უნდა გაკეთდეს. როდესაც პანდემია დაიწყო, როგორც ყველა, მეც ინტერნეტში ვეცნობოდი ამბებს, ვითარებას, ვხედავდი, როგორ იყო ჩვენთან, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით – ბევრად უკეთესად. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი შეზღუდვების, ექიმების მცდელობის, „სამი მუშკეტერის“ წყალობით იყო. სურვილი გამიჩნდა, რომ რაღაცით გამეხარებინა ისინი და მათი სახით – ყველა ექიმი“, – აღნიშნა მხატვარმა.

© photo: courtesy of Angelina Gogoladzeმხატვარი ანგელინა გოგოლაძე
მადლიერი მხატვრის საჩუქარი ეპიდემიოლოგებს - Sputnik საქართველო
მხატვარი ანგელინა გოგოლაძე

პანდემიის ფონზე რეკომენდაციების გათვალისწინებით, მხატვარმა ექიმებს ნახატი უკონტაქტო გზით გადასცა. ტილოს გადაცემაში მას ნაცნობი მედიკოსი დაეხმარა, რომელმაც თენგიზ ცერცვაძეს ანგელინას სახელით გადასცა ნახატი და ასევე ვიდეომიმართვა, სადაც მადლიერებაა გამოხატული ექიმების მიმართ.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან>>

გოგოლაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის თავის ნახატებს ჩუქნის. უფრო ადრე მან დიდი ნახატი „აიბოლიტი“ გადასცა დიღმის პირველ ბავშვთა სახლს, „მსოფლიოს ცისარტყელა“ კი მხატვარმა ახალგაზრდულ მოძრაობა „ლაზარეს“ აჩუქა. მან ასევე არაერთხელ გადასცა ეკლესიებს საკუთარი ხელით დაწერილი ხატები.

ყველა ახალი ამბავი
0