ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაამტკიცა, რომელიც 25 ივლისს შესრულდება.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დაინიშნა დამატებითი სპეციალური ავიარეისი თბილისი–ბერლინი–თბილისი, რათა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან>>

მისი თქმით, სტუდენტები ბერლინში გამგზავრებას უკვე 25 ივლისს შეძლებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რათა მიიღონ ადგილები ბორტზე.

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ყველა რეგულარული რეისი 1 აგვისტომდე შეაჩერა, სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები გარკვეული მიმართულებებით. იმისთვის, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, ხელისუფლებამ ე.წ. სოციალური რეისების შემოღება გადაწყვიტა, როდესაც სახელმწიფო ბილეთის ღირებულების ნაწილს ფარავს და ბილეთი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

ყველა ახალი ამბავი
0