ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Nika Latariaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დასვენების დღესასწაული მიულოცა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ამ დღეს, ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს და მას ივერიის ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანებენ.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება და იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე

საყოველთაო მსვლელობაში სასულიერო პირებთან და ადგილობრივებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დასვენების დღესასწაული მიულოცა.

„მინდა მივულოცო საქართველოს ვლაქერნობის დღესასწაული. ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის უდიდესი სიწმინდე. ალბათ ზუგდიდი და მცხეთა ის წმინდა ადგილებია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს... ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომლოცველებიც. ჩვენ უამრავი წმინდა ადგილი გვაქვს და ამ კუთხით საქართველო შეიძლება გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი", – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

© photo: Sputnik / Nika Latariaვლაქენრობის დღესასწაული ზუგდიდში
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
ვლაქენრობის დღესასწაული ზუგდიდში

მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დასვენების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება.

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0