პატრიარქი: უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება და იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება.

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე მიულოცა. 

საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს — ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.

„უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე“, - განაცხადა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.

პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს.

„ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, - ბრძანა პატრიარქმა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას

საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის  დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით ჯერ კიდევ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.

გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.

მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა, ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.

როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.

ყველა ახალი ამბავი
0