ილია მეორე: ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას

© photo: Sputnikსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას“, - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს მაშინ, როდესაც მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. ისინი ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ მაცხოვრის ტკივილს, მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს ეკლესიის სიმძიმე. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს“, - იქადაგა პატრიარქმა.

წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი

წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას - ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა.

ყველა ახალი ამბავი
0