„ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით“ – ვინ არის 15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარეში იპოვეს

© courtesy of Emergency Management Serviceსამაშველო ოპერაცია მდინარეზე
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს, დარჩელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მთის მდინარე - Sputnik საქართველო
მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა: მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

„რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, – წერს მარინე ცარციძე.

სოფლის რწმუნებულის მამუკა ჯოლოგუას თქმით, ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული არასრულწლოვანის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.

ბიჭი ადგილობრივებმა ბოლოს 13 ივლისს ნახეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ასევე მობილიზებული იყო დრონი და ექოლოტი.

ყველა ახალი ამბავი
0