თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემის ტერიტორიაზე მდინარე მულხურაში Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილი გადავარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.
ნიკა ლატარია