თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ირანის ქალაქ ფარიმანში ორშაბათს გათხევადებული ბუნებრივი აირის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარმა იფეთქა. იუწყება ადგილობრივი ტელეარხი Press TV.
არხის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა, დაშავებულების თაობაზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.
ბოლო პერიოდში ირანში უკვე მოხდა უცნაური მოვლენების სერია. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო ობიექტების მახლობლად აფეთქების შესახებ, რაც, ოფიციალური ვერსიით, ტექნიკური გაზის ბალონის აფეთქებას მოჰყვა. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ირანის ხელისუფლებამ და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნათანზის ურანის გამამდიდრებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ამ შემთხვევის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა მასმედია წერდა, რომ ეს შესაძლოა ისრაელის მიერ განხორციელებული დივერსია ყოფილიყო.