თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თეირანის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რამაც ორ საცხოვრებელ რაიონში ელექტრომომარაგების მასობრივი გათიშვა გამოიწვია, იუწყება The New York Times ირანის სახელმწიფო მასმედიაზე დაყრდნობით.
It was the third major explosion to have occurred between midnight and 3 a.m. over three consecutive weeks. The first two explosions occurred at key military and nuclear bases https://t.co/01azSTebve
— New York Times World (@nytimesworld) July 10, 2020
აღსანიშნავია, რომ ეს ირანში მომხდარი მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნულ რაიონში რამდენიმე სამხედრო და სასწავლო ობიექტი მდებარეობს.
„არსებობს ორი მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც ქიმიური იარაღის კვლევას უკავშირდება, და ასევე უცნობი სამხედრო ქარხანა“, — განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირანის საკითხებში ფაბიან ჰინცმა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქების შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების განცხადების მიუხედავად, პარლამენტის წევრი ჰოსეინ აგვერდი უარყოფს ფაქტს და აცხადებს, რომ დენის მიწოდება ადგილობრივ ელექტროსადგურზე წარმოქმნილი პრობლემის გამო შეწყდა.
წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ხანძრის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, აფეთქებას მოჰყვა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 26 ივნისს აფეთქება დაფიქსირდა ფარჩინის სამხედრო ბაზაზე.