რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში ბოლო წლებში გრიპით 

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო  წინა სეზონზე კი ქვეყანაში გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა იყო

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ზამთრის წლევანდელ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ვირუსის აფეთქება პეკინში - Sputnik საქართველო
SOS! ჩინეთში გრიპის უცნობი შტამი გამოვლინდა – არსებობს ახალი პანდემიის საფრთხე

„საკმაოდ მსუბუქი ზამთრის სეზონი გვქონდა ჩვენ გრიპისმაგვარი დაავადების და მათ შორის გრიპის მიმართულებით. სამწუხაროდ, იყო გრიპით გარდაცვალების ფაქტები, ოთხი შემთხვევაა გარდაცვალების. გაცილებით მძიმე იყო შარშანდელი, ანუ წინა სეზონი, როდესაც ჩვენ გვქონდა გრიპით გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია, ვიდრე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია.

„როცა ვსაუბრობთ დადასტურებულ შემთხვევაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიულად არის დადასტურებული გრიპით გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია. თუ ჩვენს სტატისტიკას ნახავთ ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულში, იქ გრიპით გარდაცვალება მეტი გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

COVID 19 და სეზონური გრიპი: ადამიანის ორგანიზმი ორივეს ერთნაირად ებრძვის - ახალი კვლევა >>

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი 100 ადამიანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0