მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID 19 და სეზონური გრიპი: ადამიანის ორგანიზმი ორივეს ერთნაირად ებრძვის - ახალი კვლევა

© REUTERS / ADRIANO MACHADOკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ორი დაავადების ბრძოლის მექანიზმი ერთმანეთის მსგავსია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას აქვს უნარი, ეფექტურად გაუმკლავდეს COVID-19–ს. 

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ადამიანის იმუნური სისტემა ახალი ტიპის კორონავირუსულ ინფექციას ისევე ებრძვის, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, აცხადებენ ავსტრალიელი სწავლულები. 

ჩინელი ექიმები - Sputnik საქართველო
ნაპოვნია COVID-19-ის პრეპარატი: ბოლო კვლევა ჩინეთში – დასახელდა წამალი

მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ამ ორი დაავადების ბრძოლის მექანიზმი ერთმანეთის მსგავსია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას აქვს უნარი, ეფექტურად გაუმკლავდეს COVID-19–ს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელმა მკვლევარებმა გულდასმით შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებული 47 წლის პაციენმტი ქალის სისხლი და სხვა ბიოლოგიური სითხეები და აღმოაჩინეს: მიუხედავად იმისა, რომ დაავადება COVID-19 ორგანიზმისთვის მანამდე უცნობმა პათოგენმა გამოიწვია, იმუნური პასუხი, რამაც პაციენტი გამოაჯანმრთელა, ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ჩვეულებისამებრ გრიპი იწვევს. 

„ჩვენ შევისწავლეთ იმუნური რეაქციების მთელი სპექტრი... პაციენტის შემოსვლიდან სამი დღის შემდეგ  იმუნური უჯრედების პოპულაციები შევნიშნეთ, რომლებიც ხშირად არის გამოჯანმრთელების ნიშანი სეზონური გრიპის დროს. ამიტომ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ პაციენტი სამ დღეში გამოკეთდებოდა. ასეც მოხდა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, იმუნოლოგი ოან ნგუენი. 

მისი თქმით, პაციენტ ქალს სიმპტომემბი სრულად 13 დღის შემდეგ გაუქრა და შემდგომი კვირის განმავლობაში აღარ გამოვლენია. ამასთან, მეშვიდედან მეოცე დღემდე შუალედში მის სისხლში თანდათან გაიზარდა სპეციფიკური ანტისხეულების რაოდენობა.

ამასთან სპეციალისტები ამბობენ, რომ COVID-19–ის 80% მსუბუქ ან ზომიერად მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას თავისთავად აქვს კორონავირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. 

მეცნირებმა დაადინეს, სისხლის რომელი ჯგუფისთვისაა ყველაზე სახიფათო COVID-19 – ჩინური კვლევა>>

რაც შეეხება დაავადების მძიმედ მიმდინარე შემთხვევებსა და  გარდაცვალების ფაქტებს, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ იმუნიტეტის დამცავი რეაქცია ყოველთვის არ მუშაობს და ეს დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე: ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე.

ახლა მეცნიერების უპირველესი ამოცანა ისაა დაადგინონ, კონკრეტულად როგორ შეიძლება დაეხმარნენ მძიმედ დაავადებული ავადმყოფების იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმმა კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 222 643 კაცს მიაღწია, რომელთაგან გარდაიცვალა 9 115 და განიკურნა 84 506 კაცი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0