მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნაპოვნია COVID-19-ის პრეპარატი: ბოლო კვლევა ჩინეთში – დასახელდა წამალი

© AP Photo / Xiao Yijiuჩინელი ექიმები
ჩინელი ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ჩჟან სინმინის თქმით, პრეპარატი უკვე დატესტეს უჰანსა და შენჩჟენჟში 320 ინფიცირებულზე.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ნაპოვნია ეფექტური წამალი COVID-19-ის წინააღმდეგ, რომელიც სწრაფად განკურნავს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, იუწყება ტელეარხი NHK ჩინეთის მთავრობაზე დაყრდნობით. 

ჩინელი ექიმები - Sputnik საქართველო
COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ

ბიოტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ჩჟან სინმინის თქმით, საუბარია პრეპარატზე „ავიგანი“, რომელიც უკვე დატესტეს ქალაქებში უჰანსა და შენჩჟენჟში 320 ინფიცირებულზე. 

კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც „ავიგანით“ მკურნალობდნენ, ექიმებმა სხეულის მაღალი ტემპერატურა ორ დღეში დაუგდეს. მანამდე ამ პროცესს, სულ ცოტა, ოთხი დღე მაინც სჭირდებოდა.

ასევე დადგენილია, რომ პაციენტებს ხველა საშუალოდ 4,5 დღეში უწყდებათ და არა ექვს დღეში, როგორც ეს სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში იყო.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ტესტირების მონაწილეთა 91%-ს ფილტვების მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ავიგანს“ არ აქვს აშკარა უკუჩვენებები და მისი მიღების შედეგად პაციენტები სრულად ხუთ დღეში იკურნებიან. ხოლო ისინი, ვინც სხვა პრეპარატებით მკურნალობდნენ, მხოლოდ 11 დღის შემდეგ გრძნობდნენ თავს უკეთ.

COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ>>

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, პანდემიის ეპიცენტრში ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ და იქ ახალი შემთხვევების მინიმალური რიცხვი ფიქსირდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 218 815 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 114 ადამიანი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0