13 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 13 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–22 ივლისი

12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება
 

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.

მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>

13 ივლისს დაბადებულები

13 ივლისს დაბადებულებს კარგი გონებრივი შესაძლებლობები და მგრძნობიარე სული აქვთ. მიუხედავად დიდი შინაგანი ენერგიისა, მიჩვეული არ არიან არანაირი ინიციატივის გამოჩენას, უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან. აქვთ მდიდარი წარმოსახვა, შეუძლიათ, მთელი ცხოვრება იოცნებონ და ფანტაზიებითა და უსარგებლო ილუზიებით იკვებონ. სირთულეები სდევთ თან პრაქტიკულად ყველგან: ოჯახში, სამსახურში, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. თუ ევოლუციის გზას დაადგებიან, ეს ადამიანები შეძლებენ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

13 ივლისს დაბადებულები, ჩვეულებრივ, ხელიდან უშვებენ ცხოვრების, განგების მიერ მიცემულ შანსებს. იშვიათად, ვინც ამ შანსებს დაინახავს და გამოიყენებს, წარმატების ნამდვილ გზას დაადგება. ამ დღეს დაბადებულთაგან ზოგიერთს ურჩევნია წუწუნი თავის ცხოვრებაზე, ისინი თავს უიღბლოდ მიიჩნევენ, ამას კი სულიერი და მორალური განწყობის ვარდნამდე მიჰყავს. ვინც ინარჩუნებს თავდაჯერებულობას და სულიერ სიმტკიცეს ინარჩუნებს, ცხოვრების გზაზე წარმატების მეტი შანსი აქვს.

ამ დღეს დაბადებულები კარიერას დაბალი პოზიციებიდან იწყებენ, მაგრამ არ წყვეტენ შრომას საკუთარ საქმეებში მწვერვალების დასაპყრობად. ისინი ამ მწვერვალისკენ ნელა მიიწევენ. ახალი მწვერვალების დასაპყრობის მიზნით, მათ ახასიათებთ კარგი სამუშაოს მიტოვება და სხვაგან, შესაძლოა, სხვა ქვეყანაშიც კი გადასვლა. თუ თავიანთი უნიკალური პროექტი ან ბიზნესი აქვთ, ამ შემთხვევაში საქმის მიტოვება არ სჩვევიათ.

როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები>>

როდესაც ამ დღეს დაბადებულების მეგობარი ან პარტნიორი მათ მიმართ რაიმე ეჭვს ამჟღავნებს, ამას ურთიერთობებში დაძაბულობა და განხეთქილებაც კი შეუძლია გამოიწვიოს. 13 ივლისს დაბადებულებმა იციან ნამდვილი მეგობრობა, მაგრამ თუ ვინმე მათ უღალატებს, ამას არ პატიობენ.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობა

სწორად შერჩეული დიეტა და ფიზიკური დატვრითვა ამ დღეს დაბადებულებს სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ასევე, მათ ძალიან იტაცებთ კულინარია, ახალ-ახალი რეცეპტები. და თუ ამისი დრო ექნებათ, მათგან შესანიშნავი კულინარები შეიძლება დადგეს.

რჩევა:

ნებისმიერ შემთხვევაში დაელოდეთ სწორ მომენტს; ისწავლეთ გარკვეულ სიტუაციებზე კონცენტრირება. თქვენი მოთმინება უკვალოდ არ ჩაივლის. არ შეუშინდეთ წარუმატებლობებს - ისინი მომავალი წარმატების პირობაა.

ყველა ახალი ამბავი
0