„ჩვენი ქალაქი გვკლავს“ - კასპში საპროტესტო აქცია გაიმართა

© photo : press-service of Government of Georgiaკასპის ცემენტის ქარხანა
კასპის ცემენტის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქალაქ კასპში, ცემენტის ქარხანასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 HeidelbergCement-ის ახალი ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
კასპში განახლებული ცემენტის ქარხანა გაიხსნა

ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხანაში მოუწესრიგებელია ფილტრები. აქციის მონაწილეების თქმით, ცემენტით დატვირთული მძიმე ტექნიკა ალტერნატიული გზით არ სარგებლობს და მათ ქუჩაზე გადაადგილდება. ეს კი, მათი თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას ერთთვიან ვადას აძლევენ პრობლემის მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

„ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, გუშინ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ქარხანამ შემოვლითი გზის მოწყობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანები ფარნავაზის ქუჩის დასახლებული მონაკვეთის ნაცვლად ისარგებლებენ ალტერნატიული გზით.

აღმოსავლეთ საქართველოში „ჰაიდელბერგცემენტი“ ცემენტის ახალი ტექნოლოგიებით წარმოებას გეგმავს. - Sputnik საქართველო
კასპის ცემენტის ქარხნის განახლებაში 100 მილიონი დოლარი ჩაიდება

ფარნავაზის ქუჩას, რომლითაც აქამდე ქარხანასთან მისასვლელი გზა იყო და დაზიანებულია, კომპანიისა და მერიის ერთობლივი ფინანსური ჩართულობით რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე იგეგმება ბეტონის გზის მოწყობა კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის მიმართულებით ე.წ. კარიერის დასახლებამდე.

კომპანია HeidelbergCement-ის განახლებული თანამედროვე ცემენტის ქარხანა კასპში გასულ წელს გაიხსნა. კომპანიამ  საქართველოში მუშაობა 2006 წელს დაიწყო. დღეისათვის ის ფლობს კასპის ცემენტის ქარხანას, რუსთავის ორ ცემენტის ქარხანას, ასევე ფოთში ცემენტის წისქვილს და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ის საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია.

ყველა ახალი ამბავი
0