საქართველოში გაიზარდა იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც COVID-19-ს ავლენენ

© Government of Georgiaლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისის ბოლოს კორონავირუსის გამოსავლენად ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით სამი ათასი ტესტი ჩატარდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში ივლისის ბოლოსთვის კორონავირუსის გამოვლენაზე 24 ლაბორატორია იმუშავებს. ამ ლაბორატორიებში ყოველდღიურად 3 ათასი ტესტი ჩატარდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ კორონავირუსის 400 ათასამდე ტესტი შეიძინა>>

„ჩვენ როცა დავიწყეთ იანვრის ბოლოს PCR ტესტირება ქვეყანაში, მხოლოდ ერთი „ლუგარი“ ახორციელებდა ტესტირებას. მერე ამას დაემატა ბათუმი, ქუთაისი და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და დღეს 19 ლაბორატორია ახორციელებს ტესტირებას ქვეყანაში. ივლისის ბოლოს კი იქნება 24 ლაბორატორია“, – განაცხადა გამყრელიძემ Facebook-ში პირდაპირი ჩართვის დროს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საქართველოში ჩვეულებრივ პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორი ინტენსივობით ტარდებოდა ტესტები პანდემიის დაწყებიდან საქართველოში: თებერვალში – 72 ტესტირება დღეში, აპრილში – 470, მაისში – 1400, ივნისში – 1800, ხოლო ივლისის პირველი 6 დღის განმავლობაში – 2400-2500.

გამყრელიძის თქმით, ივლისის ბოლოს ეს მაჩვენებელი უკვე სამი ათასამდე ავა და შემდეგ კიდევ გაიზრდება.

ლაბორატორიული ტესტირებების გაფართოების ფონზე იზრდება ასევე შეცდომების ალბათობა. ამასთან დაკავშირებით ივნისის დასაწყისიდან ამუშავდა როგორც ლაბორატორიების, ისე სხვა სამედიცინო დაწესებულებების ე.წ. გარე კონტროლის სისტემა, აღნიშნა გამყრელიძემ.

მან განმარტა, რომ როდესაც შედეგებს შორის შეუსაბამობაა, შემთხვევებს PCR–ტესტებით დამატებით სხვა ლაბორაორიებშიც ამოწმებენ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში PCR-ტესტი სავალდებულო ხდება: ვის ავალდებულებს მთავრობა

„ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ე.წ. შეუსაბამობა შედეგებს შორის. ეს რამდენიმე ერთეული იყო. შემდგომ ეს შემთხვევები მრავალჯერადად გადამოწმებულ იქნა „ლუგარში“ PCR ტესტირებით, გადამოწმებულ იქნა ანტისხეულებზე ტესტირებით, ასევე ჩატარდა კიდევ ჩაღრმავებული კვლევები და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პირველ ეტაპზე მიიჩნეოდნენ დადებითად, შემდეგ დადასტურდა, რომ მათ კოვიდ–ინფექცია არ ჰქონდათ და გადაყვანილ იქნენ კარანტინში. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის არც შემდგომში, ამიტომ კიდევ უფრო მკაცრდება გარე კონტროლის სისტემები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 968 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 844 პაციენტი, გარდაიცვალა 15, კარანტინის ზონებშია 4425, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში 222 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0