კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საქართველოში ჩვეულებრივ პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

გამოწერა
მთავრობა არა მხოლოდ ზრდის ყოველდღიურ ტესტირებას 4–5 ათასამდე, არამედ აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებსაც „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდება.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ამიერიდან ბიომასალის აღებას კორონავირუსზე ტესტირებისთვის პოლიკლინიკებიც შეძლებენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვით გაფართოვდება იმ ადამიანთა წრე, რომლებიც PCR ტეტირების ჩატარებას ექვემდებარებიან. ასევე, 4–5 ათასამდე გაიზრდება ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა.

კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის სამ თანამშრომელს დაუდგინდა: ვინ არის ინფიცირების წყარო>>

„ვფიქრობ, ორშაბათს მიღებული იქნება მთავრობის დადგენილება, სადაც არის ეტაპობრივად გაფართოება. ისედაც გვქონდა რეგულაციებში, რომ ცხელებით, ტემპერატურის მომატებით, ყველა რესპირაციული სინდრომით, ანუ ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს კორონავირუსზე ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ქვეყანაში შემოსვლისას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

მისი თქმით, ერთი მხრივ, უნდა გაიხსნას ეკონომიკა, ადამიანებმა უნდა იმუშაონ, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კარგად მომზადებული ჯანდაცვის სექტორი, დროულად და სწრაფად მოხდეს იდენტიფიცირება, იზოლირება და მკურნალობა მაღალი რისკის ადამიანებისა.

„ამიტომ გამოსაკვლევი ადამიანების, შედარებით მაღალი რისკის მქონე პირთა წრე გაიზრდება. იგივე ჩვენ მაღალი რისკის ხალხი ვართ, რომლებიც პერიოდულად უნდა ვიტესტებოდეთ – ექიმები, ექთნები, რომლებიც „კოვიდ19“-ის კლინიკებში მუშაობენ... ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმპტომებიანი ადამიანები არ გამოგვეპაროს“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების 13 პროცენტი მედპერსონალია.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ტურისტულ სეზონზე და აღნიშნა, რომ კონტროლის გავლა ბევრს მოუწევს.

სომხეთი - Sputnik საქართველო
ქართველმა ექიმებმა სომეხ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს

„შიდა ტურიზმი იხსნება, გიდები უნდა იქნენ დატესტილნი, ასევე ტაქსის მძღოლები. ანუ, წარდგენილია ე.წ. ეტაპობრივი გაფართოების გეგმა, რომ ჩვენ დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში, ივლისის ბოლომდე 4000-4500 ტესტირებაზე ავიდეთ დღეში, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ასევე ლოგისტიკურადაც არ არის მარტივი, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელმწიფო აქეთკენ მიდის, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულის გამოვლენის დრო და ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიომასალის აღება კორონავირუსზე ამიერიდან ჩვეულებრივ პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი.

ამჟამად საქართველოში ტესტს კორონავირუსზე 18 ლაბორატორიაში აკეთებენ. დღეში დაახლოებით 1,5 ათასი ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0